ფულის გათეთრების პრევენცია

რას გულისხმობს ფულის გათეთრების პრევენცია?

ფულის გათეთრება – გულისხმობს ქმედებებს, რომლებიც გამიზნულია თანხის ან დანაშაულებრივი გზით შეძენილი სხვა ქონების ლეგალიზების ან მისი წარმოშობის დამალვისთვის. მსგავსი ქმედებები, როგორც წესი, ხორციელდება ნარკო მოვაჭრეების, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების, მძარცველების, კონტრაბანდისტების, კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ.
ფულის გათეთრების პრევენცია არის შესაბამისი ღონისძიებების გატარება მსგავსი უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით.
ინსტიტუციების მიერ გამოყენებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებები:

  • “ იცნობდე თქვენს მომხმარებელს ” პროცედურა;
  • მომხმარებლის იდენტიფიკაციის პროცედურა;
  • მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის უწყვეტი მონიტორინგი;
  • საეჭვო ტრანზაქციების აღმოჩენა და შეჩერება.

რატომ ვაგროვებთ მონაცემებს?

ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია აკონტროლოს ტრანზაქციები და აცნობოს პასუხისმგებელ ორგანოებს ნებისმიერი საეჭვო ოპერაციის შესახებ. ამდენად, ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა მოითხოვოს მონაცემები ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ უკანონო ქმედება ხორციელდება ან შესაძლოა განხორციელდეს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერები იცავენ პრინციპს, „იცნობდე შენს მომხმარებელს“ აღნიშნული პრინციპის განხორციელება ხელს უწყობს ფულის გათეთრების თავიდან აცილებას და მომხმარებლის დაცვას თაღლითობისგან.

ყველა მონაცემი მომხმარებლისა და მათი ქმედებების შესახებ გროვდება და ინახება მხოლოდ აღნიშნული მიზნით. Paysera იცავს მომხმარებლისგან მიღებულ ყველა ინფორმაციას, საქმიანი ურთიერთობის დროს.

გადახდის ინსტიტუტებს აფასებენ საზედამხედველო ორგანოები, – 
ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახური (FCIS), რომელიც ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ლიეტუვას ბანკს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებული რეგულაციების შესაბამისად.

რა რეალურ ღონისძიებებს ასრულებს Paysera?

გადახდის მიზანთან ან მომხმარებლის მიერ გადარიცხული თანხების წარმოშობასთან დაკავშირებით, კითხვების არსებობის შემთხვევაში, სთხოვს მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია (ხელშეკრულებები, ინვოისები ან სხვა დოკუმენტები), რომელიც სამართლებლივ საფუძველს სძენს გადახდას.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ყველა დაწესებულება და საზედამხედველო ორგანო ერთიანად მიჰყვებიან აღნიშნულ პრინციპებს და თანამშრომლობენ საერთო მიზნისთვის - საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

შეინახება თუ არა ჩემი მონაცემები უსაფრთხოდ?

Paysera უზრუნველყოფს ყველა წარმოდგენილი მონაცემის გამოყენებას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. მონაცემთა კონფიდენციალობა და დაცვა გათვალისწინებულია ლიეტუვას რესპუბლიკის კანონის მოთხოვნებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით. მომხმარებელმა ასევე უნდა დაიცვას თავისი პერსონალური მონაცემები და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.

რა მოხდება თუ უარს ვიტყვი მონაცემების მიწოდებაზე ან წარვადგენ არასწორ ინფორმაციას?

თუ მომხმარებელი უარს იტყვის პერსონალური მონაცემების ან ინფორმაციის მიწოდებაზე მათი საქმიანობის, რეალური ბენეფიციარების, სახსრების წარმოშობის შესახებ ან მიაწვდის არასწორ ან ცრუ მონაცემებს, Paysera-მ უნდა მოახდინოს რეაგირება ასეთ საეჭვო ქმედებებზე და აცნობოს პასუხისმგებელ ორგანოებს. ასევე, საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულების შესაბამისად, Paysera-მ შეიძლება შეაჩეროს ოპერაციები, რომლებიც შესრულებულია პირის ან კომპანიის მიერ და შეწყვიტოს საქმიანი ურთიერთობა მომხმარებელთან.