PDF
დაბრუნდით უკან

განახლდა: 29/07/2020

გადახდის დამუშავება ოპერატორების მეშვეობით

განმარტებები

ზოგადი ხელშეკრულება - საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულება მერჩანტებისთვის.

ოპერატორი - ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ეკონომიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ლიცენზია აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად ოპერატორის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ოპერატორთა ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ Paysera-ს მიერ სისტემის ვებგვერდზე მომსახურების მიწოდებაში.

მერჩანტი - Paysera სისტემის მომხმარებელი, რომელიც ყიდის საქონელსა და მომსახურებებს და სარგებლობს სისტემაში მერჩანტისთვის განკუთვნილი გადახდების შეგროვების ერთი ან მეტი მომსახურებით, რომელიც მოწოდებულია Paysera-ს მიერ.
(*განმარტება: როდესაც საგადახდო მომსახურების ზოგადი ხელშეკრულების დებულებები მიემართება ყველა მომხმარებელს- როგორც მერჩანტს, ასევე სხვა მომხმარებლებს- გამოიყენება ტერმინი "მომხმარებელი", ხოლო როდესაც საგადახდო მომსახურების ზოგადი ხდელშეკრულების დებულებები მიემართება მხოლოდ მერჩანტს, გამოიყენება ტერმინი "მერჩანტი" ).

მყიდველი - გადამხდელი და/ან საბოლოო მიმღები მოწოდებული მომახურებისა და მერჩანტის მიერ გაყიდული საქონლის , რომელიც იყენებს სისტემას გადახდების შესაგროვებლად.

პროექტი - მერჩანტის მიერ მოწოდებული საქონლისა და/ან მომსახურების დეტალური აღწერა მყიდველებისგან გადასახადების შეგროვების მიზნით მერჩანტის მიერ მოწოდებული საქონლის ან მომსახურებისთვის, სისტემაში მითითებული მეთოდებით.

საკვანძო სიტყვა - ციფრებისა და ასოების უნიკალური კომბინაცია, რომელიც გაგზავნილია მყიდველის მიერ მოკლე ნომერზე, რათა მერჩანტისგან მიიღოს კონკრეტული მომსახურება ან პროდუქტი.

კურსი - კონკრეტული ტარიფი ერთი SMS შეტყობინების, ზარის ან WAP ვებგვერდთან დაკავშირებისთვის.

მოკლე ნომერი -   ტელეფონის ნომერი, რომელიც ეკუთვნის ოპერატორს და რომელსაც მყიდველი იყენებს მერჩანტის მიერ მიწოდებული მომსახურებისა და საქონლის გადასახდელად.

ზოგადი დებულებები

1. ოპერატორის მეშვეობით გადახდების შეგროვების მომსახურება შექმნილია მერჩანტებისთვის და საშუალებას აძლევს მერჩანტებს შეაგროვონ გადახდები მყიდველებისგან ოპერატორების მიერ მოწოდებული მომსახურების- SMS შეტყობინებების და WAP გადახდების საშუალებით.

2. როდესაც სარგებლობთ აღნიშნული მომსახურებით, გენერალური ხელშეკრულების ყველა პირობა და აღნიშნულ დანართში მოცემული პირობები სრულად მიემართება მერჩენტს. აღნიშნულ დანართში არსებული ტერმინები გამოიყენება გენერალურ ხელშეკრულებაში განსაზღვრული მნიშვნელობებით.

3. ოპერატორის მეშვეობით გადახდების დამუშავების მახასიათებელი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ მყიდველი იხდის მერჩანტის მიერ მოწოდებული საქონლისა და მომსახურებისთვის, მაგრამ Paysera იხდის , თანხებს რომლებიც ეკუთვნის მერჩანტს.

4. იმისათვის რომ მერჩანტმა ისარგებლოს მომსახურებით, მან უნდა წარუდგინოს Paysera-ს საკუთარი პროექტი და სისტემაში Paysera-ს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები .

5. Paysera-ს აქვს უფლება არ დაადასტუროს პროექტი და არ გაუწიოს მომსახურება მერჩანტს, ყოველგვარი ახსნის გარეშე.

6. Paysera დაიწყებს მომსახურების მიწოდებას მას შემდეგ რაც მერჩანტის პროექტი Paysera-ს მიერ დადასტურდება და მერჩანტი შეასრულებს ინტეგრაციას Paysera-ს მიერ მოწოდებული ინტეგრაციის ინსრტუქციების მიხედვით.

7. თუ მერჩანტი იურიდიული პირია, როდესაც იგი ეთანხმება აღნიშნული დანართის პირობებს, ადასტურებს რომ მას აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება იურიდიული პირის სახელით შეუკვეთოს აღნიშნული მომსახურება.

ტარიფები და ანგარიშწორების პროცედურები

8. ოპერატორების საშუალებით ჰადახდების შეგროვების ტარიფები და პირობები, ქვეყნების მიხედვით მოცემულია აქ . მერჩანტი ადასტურებს, რომ მათ გულდასმით შეისწავლეს გადახდის შეგროვების, გადახდების გადარიცხვისა და Paysera-ს ყველა მომსახურების ტარიფები და პირობები, რომლებიც გამოიყენება და შესაბამისია მერჩანტისთვის.

9. Paysera-სა და მერჩანტს შორისო ანგარიშსწორება კორდინირებულია ოპერატორების მიერ წარდგენილი მომსახურების მიწოდების მონაცემებით. Paysera ცალმხრივად ასრულებს კორდინაციას. თუ ოპერატორების მიერ ყოველთვიურ ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები განსხვავდება თვის განმავლობაში მოწოდებული მონაცემებისგან, საბოლოო თანხა გადაითვლება ოპერატორების ყოველთვიური ანგარიშის შესაბამისად. Paysera ამახვილებს ყურადღებას, რომ მონაცემების ასეთი შეუსაბამობა (განსაკუთრებით მყიდველების მიერ ოპერატორებისთვის გადახდილი თანხების) შეიძლება მოხდეს არა Paysera-ს ბრალეულობით, არამედ გარკვეული ტექნიკური გაუმართაობის ან ოპერატორის აბონენტების გადახდისუუნარობის გამო (მოპრული sim ბარათის გამოყენებით, აბონენტის ოპერატორთან დაუკავშირებლობით და ა.შ.) და სხვა მიზეზებით. Paysera არ იღებს პასუხისმგებლობას მსგავს შეუსაბამობებზე, მაგრამ თუ ეს შესაძლებელია, იღებს ვალდებულებას გაარკვიოს შეუსაბამობების მიზეზი.

10. Paysera ანაზღაურებს თანხებს, რომლებიც ეკუთვნის მერჩანტს მხოლოდ იმ პირობით, რომ Paysera მიიღებს შესაბამის გადახდას ოპერატორებისგან და/ან შუამავლებისგან, რომლებსაც აქვთ ვალდებულება გადარიცხონ ოპერატორებისგან მიღებული თანხები Paysera-ში. მერჩანტის კუთვნილი თანხები გადაიხდება Paysera-ს მიერ ოპერატორებისგან და/ან შუამავლებისგან მიღებული თანხის პროპორციულად.

11. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორის მიერ მოწოდებული ინვოისი განსხვავდება სისტემის მიერ მოწოდებული წინა პერიოდის ინვოისისაგან, ოპერატორის მიერ მოწოდებული მონაცემები ჩაითვლება სწორად. თუ ოპერატორის მხრიდან ასეთი ინფორმაციის მიწოდებამდე Paysera-მ უკვე შეასრულა გადახდები მერჩანტის სასარგებლოდ, ხოლო ოპერატორის მიერ ინფორმაციის გადახედვის შემდეგ ცნობილი გახდება, რომ გადახდილი თანხის ნაწილი უნდა დაბრუნდეს, Paysera-ს უფლება აქვს ჩამოთჭრას თანხები მერჩანტის Paysera ანგარიშიდან. თუ მერჩანტის ანგარიშზე არსებული თანხები არასაკმარისია დარჩენილი დასაბრუნელეი თანხის დასაფარად, მერჩანტმა Paysera-ს უნდა დაუბრუნოს თანხა 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.

12. Paysera ასრულებს ანგარიშწორების პროცედურას მერჩანტთთან ზოგადი ინვოისის საფუძველზე, თითოეული ქვეყნისთვის განსაზღვრული პირობების მიხედვით, საიდანაც ხდება გადახდების მიღება (პირობები მოცემულია თითოეული ქვეყნის მიხედვით და ხილულია საკვანძო სიტყვებისა და გადახდის პროცენტულობის გვერდით აქ).

13. Paysera დააკრედითებს თანხებს, რომლებიც ეკუთვნის მერჩანტს, მათი საქონლისა და მომსახურებისთვის, მერჩანტის Paysera ანგარიშზე, რომელიც გახსნილია ზოგადი ხელშეკრულების პირობების მიხედვით.

14. მხარეები თანხმდებიან, რომ მერჩანტის მიერ ანგარიშში არჩეული ფონდის გადახდის პირობების დადგომის შემთხვევაში, Paysera ავტომატურად გამოიმუშავებს ანგარიშ-ფაქტურას გადასახდელ თანხაზე და ატვირთავს მას მერჩანტის ანგარიშზე. როდესაც მერჩანტი ანგარიშზე გადის ავტორიზაციას მან უნდა შეიყვანოს ინვოისის სერია და ნომერი. მერჩანტი იღებს ვალდებულებას დაბეჭდოს ასეთი ინვოისი და შეიტანოს იგი ბუღალტრულ აღრიცხვაში.

15. იმ შემთხვევაში თუ მერჩანტი ვერ შეავსებს ინვოისის სერიასა და ნომერს 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში, მერჩანტისთვის ინვოისის გენერირების შესახებ შეტყობინებიდან, სისტემა გამოიყენებს მისთვის მიწოდებული ნაგულისხმევ სერიასა და ნომერს.

16. თუ ოერატორს თავად არ გადაუხდია დღგ-ს გადასახადი, Paysera ავტომატურად აგენერირებს დღგ-ს ინვოისს, სადაც მითითებულია დღგ-ს გადასახადი. მსგავს შემთხვევებში ინვოისი დღგ-ს გადასახადით, რომელიც გადახდილია Paysera-ს მიერ გენერირებულია მერჩანტისთვის, რომელმაც შესაბამისად უნდა განაცხადოს და გადაიხადოს დღგ-ს გადასახადი.

მერჩანტის პასუხისმგებლობები

17. ანგარიშზე, მერჩანტმა უნდა აირჩიოს სისტემის მიერ წარმოდგენილი მოკლე ნომერი, რომლის გამოყენებასაც შეძლებს ზარებისა და შეტყობინებებისთვის, მერჩანტის საქონლის ან მომსახურების გადასახდელად. მერჩანტმა ასევე შესაძლოა აირჩიოს ვებგვერდის მისამართი, სადაც მყიდველს შეეძლება ანგარიშსწორება და შეძლებს მერჩანტის მიერ მიწოდებული პროდუქტის ან მომსახურების მიღებას.

18. მერჩანტი იღებს ვალდებულებას მყიდველებს მიაწოდოს ზუსტი და სწორი მოკლე ნომრები, რომლებიც მერჩანტს მიეწოდება Paysera-ს მიერ.

19. მერჩანტი იღებს ვალდებულებას ითანამშრომლოს მყიდველებთან სათანადოდ და მიაწოდოს მათ ინფორმაცია საქონლისა და მომსახურების შესახებ, რომელიც შეკვეთილია SMS შეტყობინებების ან სხვა საშუალებებით.

20. მერჩანტი იღებს ვალდებულებას არ შექმნას იდენტური ან მსგავსი საკვანძო სიტყვები, რომლებიც გამოიყენება სხვა პოპულარული ვებ გვერდების მიერ იმავე მოკლე კოდებისთვის. შეცდომით მიღებული კონკრეტული საკვანძო სიტყვით SMS შეტყობინებების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ყველა მიღებული SMS შეტყობინებების 20%-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ საკვანძო სიტყვა მსგავსია და მერჩანტმა დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს ის. თუ მერჩანტი არ შეცვლის საკვანძო სიტყვას 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მერჩანტს ელ.ფოსტით ეცნობება საკვანძო სიტყვის შეცვლის აუცილებლობის შესახებ, Paysera შეაჩერებს მერჩანტისთვის მომსახურების მიწოდებას, მის მიერ საკვანძო სიტყვის შეცვლამდე.

21. ზოგიერთი საკვანძო სიტყვა გააქტიურდება მას შემდეგ რაც შესრულდება მერჩანტის ან საკვანძო სიტყვის ვერიფიკაციის პროცედურა ან დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ. სისტემამ უნდა შეატყობინოს მერჩანტს ვერიფიკაციის პროცედურის შესრულების აუცილებლობის შესახებ ან საკვანძო სიტყვის გასააქტიურებლად საჭირო დროის შესახებ.

22. დამატებითი საკვანძო სიტყვების შექმნას შესძლოა დაეკისროს დამატებითი გადასახადი. მერჩანტი უნდა იყოს ინფომირებული სისტემის მიერ დამატებითი გადასახადებისა და ტარიფების დაწესების შესახებ.

23. მერჩანტი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს Paysera-ს პროექტისა და მომსახურების აღწერა თითოეული საკვანძო სიტყვისთვის მისაღებ ენაზე და იმ ქვეყნის ოფიციალურ ენაზე, სადაც ის იქნება გამოყენებული. ასეთი აღწერა წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის აღწერაში საკვანძო სიტყვის შექმნამდე. თუ მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს მომსახურების აღწერას, საკვანძო სიტყვა არ შეიქმნება ან არ გააქტიურდება, ან მალე წაიშლება.

24. მერჩანტი უნდა დარწმუნდეს, რომ ინფორმაცია მათი მომსახურებებისა და გაყიდული საქონლის შესახებ შეინახება. მერჩანტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია Paysera-ს მის ხელთ არსებული მონაცემები მომსახურების ადგილისა და ტიპის ან მყიდველის მიერ განსაზღვრული SMS შეტყობინებით ან ზარის ან WAP ვებ გვერდზე ავტორიზებით შეძენილი საქონლის შესაზებ, რომელიც მოწოდებულია Paysera-ს და მიღებულია მერჩანტის მიერ, რომელიც შესრულდა მოთხოვნის მიღებიდან დღემდე არა უადრეს 6 (ექვსი) თვისა. ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული არა უგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა, Paysera-ს მიერ ელ.ფოსტით მოთხოვნის გაგზავნიდან.

25. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დადგენილია კონკრეტული ყოველთვიური ლიმიტი ერთ მობილურ ნომერზე. ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, მომსახყრება მყიდველს არ მიეწოდება და მერჩანტი ვერ მიიღებს გადახდას. მერჩანტი ავტომატურად უნდა ინფორმირდეს მყიდველის მხრიდან ლიმიტებისა და კრიტიკული წერტილის იღწევის შესახებ, ელ.ფოსტის მეშვეობით ან მერჩანტის ანგარიშზე არჩეული სხვა გზით.

თანხის დაბრუნება

26. იმ შემთხვევაში, თუ Paysera მიიღებს ოპერატორისგან შეტყობინებას მყიდველების მიერ განხორციელებული თაღლითური ქმედებების შესახებ, ასეთი SMS შეტყობინებები, ზარები ან WAP ვებ გვერდებზე ავტორიაცია უნდა გაუქმდეს. მერჩანტს ეცნობება ამის შესახებ და გადახდილი თანხები ჩამოიჭრება Paysera-ს ანგარიშიდან ან ახლად მიღებული შემოსავლიდან დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც Paysera მიიღებს შეტყობინებას გაუქმების შესახებ. თუ თანხების რაოდენობა არასაკმარისია, მერჩანტი ანაზღაურებს მათ 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.

27. თუ მერჩანტი მიიღებს SMS-ს მყიდველის შეცდომით (არასწორი საკვანძო სიტყვის შეყვანით) და მერჩანტი მყიდველს ვერ გაუწევს მომსახურებას SMS შეტყობინების არასწორი ფორმატის გამო, ასეთი SMS შეტყობინება გაუქმდება და SMS შეტყობინება მიეწოდება მყიდველს ან SMS შეტყობინების ღირებულება, თუ ეს შესაძლებელია, დაიფარება Paysera-ს მიერ.

მომსახურების ტექნიკური ინტეგრაცია

28. მერჩანტი, რომელიც სარგებლობს ოპერატორების მეშვეობით გადახდის შეგროვების მომსახურებით, თანახმაა დაუკავშიროს საკუთარი სისტემა Paysera-ს, Paysera-ს მიერ მიწოდებული ინსტრუქციების თანახმად, რომელიც მოცემულია აქ (თუ ფუნქციონირება დაკავშირებულია გარკვეულ სისტემაში ავტომატურად მოწოდებულ სერვისებთან, მაგალითად, რადიოსადგურებისთვის, რომ მიიღონ მოთხოვნები ან მილოცვები, დაკავშირება სავალდებულო არ არის).

29. მერჩანტი იაზრებს და ეთანხემბა, რომ არასწორმა ინტეგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემის დამატებითი დატვირთვა, რაც არ არის სასურველი და მიუღებელია; შესაბამისად მერჩანტმა უნდა უზრუნველყოს ინტეგრაციის სწორად შესრულება (ინსტრუქციების შესაბამისად).

30. Paysera-ს შეუძლია შეცვალოს მომსაუხრების ტექნიკური ინტეგრაციის გადაწყვეტა შეზღუდვის გარეშე და ნებისმიერ დროს. შეტყობინება ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც საჭიროებს შესწორებებს მერჩანტის პროგრამულ უზრუნველყოფაში, უნდა გაკეთდეს მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე. მერჩანტს ესმის, რომ მას შემდეგ, რაც Paysera შეცვლის ინტეგრაციის ინსტრუქციებს და აცნობებს მერჩანტს ამის შესახებ, მერჩანტი განაახლებს მათ მხარეს არსებული სისტემების კავშირს მათი ხარჯით არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, შეტყობინების დღიდან. მერჩანტის მხრიდან საჭირო ცვლილებები შესრულდება მერჩანტის ხარჯზე.

მხარეთა შეთანხმებები

31. მერჩანტის რეგისტრაცია სისტემაში ნიშნავს მერჩანტის დადასტურებას და გარანტიას მყიდველებისთვის, რომ ისინი იმუშავებენ პატიოსნად და მათი ქმედებები აკმაყოფილებს Paysera-ს, მერჩანტისა და მყიდველის ინტერესებს. მერჩანტი ასევე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მომსახურება და მიყიდოს საქონელი მყიდველებს ხარისხიანად და დროულად.

37. მერჩანტი უზრუნველყოფს, რომ ხელშეკრულების შესრულებასთან ისევე როგორც საქონლის გაყიდვასთან და/ან მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული მისი ყველა ქმედება შეესაბამება ლიეტუვას რესპუბლიკისა და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობას, სადაც იყიდება საქონელი და ომსახურება მიეწოდება. მერჩანტს ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ ყველა შედეგზე.

33. წინამდებარე დანართით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, Paysera არ არის პასუხისმგებელი მერჩანტის მიერ გაყიდულ საქონელზე და/ან მომსახურებაზე და საქონლის გაყიდვისა და/ან მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოშობილ შედეგებზე. Paysera ასევე არ იძლევა გარანტიას, რომ მერჩანტის მიერ ჩამოყალიბებული ტრანზაქციის მეორე მხარე (მყიდველი) შეასრულებს ტრანზაქციას (თუ ტრანზაქციის შესასრულებლად საჭიროა არა მხოლოდ საქონლის ან მომსახურების გადახდა). Paysera ასევე არ იძლევა მყიდველი იდენტურობის გარანტიას.

34. მხარეები (მერჩანტი და Paysera) იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებების სათანადო გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია მყიდველების პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, ჩანაცვლების, გამჟღავნების ან სხვა უკანონო დამუშავებისგან, როგორც ეს დადგენილია გამოყენებული სამართლებრივი აქტებით.

35 . Paysera, საგადახდო მომსახურების მიწოდებისას, ამუშავებს მყიდველების პერსონალურ მონაცემებს, როგორც გადამხდელების, ლიეტუვას რესპუბლიკის პერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის შესახებ კანონითა და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით .

36. მყიდველების პერსონალური მონაცემები, რომლებიც არ შედის ხელშეკრულების 37-ე პუნქტში მითითებული პერსონალური მონაცემების კატეგორიაში, მუშავდება პერსონალური მონაცემების დამუშავების ხელშეკრულება გაფორმებულია მერჩანტსა და Paysera-ს შორის.

37. მერჩანტისთვის, რომელიც სარგებლობს Paysera-ს მომსახურებით ბიზნეს ან პერსონალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რეკომენდირებულია საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს "სანდოობის სამკერდე ნიშანი" , ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სისტემაზე მითითებით, შმდგომი ინსტრუქციების მიხედვით, რომლებიც მოცემულია აქ .

32. Paysera მერჩანტს, რომელიც სარგებლობს Paysera-ს მომსახურებით საქმიანი და პროფესიული საჭიროებებისთვის, აძლევს შესაძლებლობას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სისტემაში უსასყიდლოდ განათავსოს რეკლამა მერჩანტისა და მისი საქონლის შესახებ. Paysera-ს უფლება აქვს წაშალოს ასეთი აღწერილობა სისტემიდან, წინასწარი გაფრთხილებისა და მიზეზის დასახელების გარეშე.

39. მერჩანტი თანახმაა, რომ მათი ლოგოტიპი და მომსახურებისა და/ან საქონლის აღწერა გამოჩნდეს სისტემაში. Paysera-ს უფლება აქვს წაშალოს ასეთი აღწერილობა სისტემიდან ცალკეული გაფრთხილებისა და წაშლის მიზეზების მითითების გარეშე.

40. მერჩნტი იღებს ვალდებულებას შეატყობინოს Paysera-ს ნებისმიერი ცვლილების შესახებ 5 (ხუთი)სამუშაო დღის განმავლობაში, მათ შორის მერჩანტის (მათი იურიდიული წარმომადგენლის) იურიდიული სტატუსის, საქმიანობის ტიპის, უფლებამოსილი პირების ხელმოწერის უფლების, ინტერნეტ მისამართისა და სხვა ინფორმაციის შესახებ, რომელთა ცვლილებამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ზოგადი ხელშეკრულებისა და აღნიშნული დანართის შესრულებაზე, მერჩანტი პასუხისმგებელია ყველა იმ შედეგზე, რომელიც წარმოიქმნება ვალდებულებების არასათანადო შესრულებისა და ზემოაღნიშნული ინფორმაციის დროულად არ მიწოდების შედეგად.

აკრძალული ქმედებები

41. აკრძალული ქმედებები მითითებულია ზოგადი ხელშეკრულების მე-9 მეხულში.

42. SMS შეტყობინებებით გადახდების მიღებისას მერჩანტს ასევე ეკრძალება:

42.1. SMS შეტყობინების ღირებულების არ ან არასწორი მითითება;

42.2. რეკლამირება SPAM-ის გამოყენებით (ე.ი. ე.ფოსტის, Skype-სა და ICQ-ს ან სხვა ინტერნეტ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გრძელი ტექტსების გაგზავნა.

43. მერჩანტს აქვს ვალდებულება, დარწმუნდეს, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება ან გაყიდული საქონელი აკმაყოფილებს და არ არღვევს იმ კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც მომსახურება არის გაწეული ან საქონელი იყიდება.

44. იმ შემთხვევაში თუ მერჩანტი არ ეთანხმება ან არღვევს აღნიშნულ დანართში მითითებული აკრძალული ქმედებების შესრულების შეზღუდვებს ან მათი საქმიანობა არ აკმაყოფილებს ან არღვევს კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობას და Paysera-მ აღნიშნული მიზეზით განიცადა ზარალი (ე.ი.დაწესდა ჯარიმები, მოთხოვნილ იქნა ახსნა-განმარტებები, გაუქმდა ხელშეკრულება ოპერატორთან), Paysera-ს აქვს უფლება, შეტყობინების გარეშე, ჩამოჭრას მერჩანტის ანგარიშდან ყველა დანაკარგი და ხარჯი, რომლებიც გამოწვეული იყო მერჩანტის მიერ ვალდებულებების დარღვევით. თუ მერჩანტის ანგარიშზე არსებული თანხები არასაკმარისია ხარჯების დასაფარად, მერჩანტმა დაუყოვნებლივ უნდა გადარიცხოს, Paysera-ს მიერ მითითებულ ანგარიშზე, დანაკლისის ასანაზღაურებლად საჭირო თახნის ოდენობა.

ინფორმაცია გაუმართაობის შესახებ

45. Paysera წინასწარ აცნობებს მომხმარებელს, ზოგადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, სისტემ(ებ)ის ან აღჭურვილობის ცნობილი და პოტენციური ტექნიკური გაუმართაობის შესახებ, რომლებიც მუშაობენ Paysera-ს მიერ მომსახურების მიწოდებაზე, რაც შესაბამისად გავლენას ახდენს Paysera-ს მომსახურების მიწოდებაზე. მერჩანტი ასევე იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობოს მყიდველებს და Paysera-ს ტექნიკური გაუმართაობის, დაგეგმილი პრევენციისა და სარემონტო სამუშაოების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მერჩანტის მომსახურების მიწოდებაზე ან მყიდველებისთვის საქონლის მიყიდვაზე.

მხარეთა პასუხისმგებლობები

46. მხარეთა პასუხისმგებლობები განისაზღვრება ზოგადი ხელშეკრულების პირობებით.

47. იმისათვის რომ დავიცვათ მერჩანტები, მომხმარებლები და მყიდველები ონლაინ თაღლითობისგან, Paysera ყოველთვის ცდილობს ობიექტურად და ოპერატიულად შეაფასოს მერჩანტისა და მყიდველის არსებული მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. Paysera იტოვებს უფლებას შეაჩეროს მომსახურების მიწოდება ან/და თანხის გაცემა კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაში და სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების მოლოდინში. ეს უფლება არასოდეს გამოიყენება მერჩანტზე საჩივრის მიღებისას, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს და სარგებლობს Paysera-ს მომსახურებით, დიდი ხნის განმავლობაში, რადგან, როგორც წესი, ნებისმიერ გაუგებრობას ასეთი მოვაჭრეები წყვეტენ უშუალოდ მყიდველთან. Paysera იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები მერჩანტის ან მყიდველის ვინაობისა და საქმიანობის შესახებ, რათა დადგინდეს რეალური ვითარება გამყიდველსა და მყიდველს შორის. სიტუაციის დიალოგის გზით გაგაუჭრელობის შემთხვევაში ან პოტენციური თაღლითობის გონივრული ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, Paysera გადასცემს ყველა ინფორმაციას დავების და შეთანხმების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო მომსახურების მიწოდება და შეგროვებული თანხის გაცემა შეჩერდება.

ხელშეკრულების ისტორია

გადახდის დამუშავება ოპერატორების მეშვეობით ხელშეკრულების ვერსია 27/10/2020 -მდე