PDF
დაბრუნდით უკან

პერსონალური მონაცემების დამუშავების ხელშეკრულება

1. განმარტებები

1.7. მყიდველი - გადახდების მიღების (შეგროვების) სერვისით მოსარგებლე მერჩანტის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადამხდელი ან/და საბოლოო მიმღები (მომხმარებელი).

1.8. სისტემა - პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც განთავსებულია Paysera-ს ვებ.გვერდზე და Paysera აპლიკაციაში და გამოიყენება Paysera-ს მიერ მომსახურების გასაწევად.

2. ზოგადი დებულებები

2.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების ხელშეკრულება (შემდგომში, “ხელშეკრულება”) არეგულირებს მყიდველის პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს, მერჩანტსა და Paysera-ს შორის ურთიერთ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. წინამდებარე ხელშეკრულების მიზანია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მყიდველის იმ პერსონალური მონაცემების დაცვა და უსაფრთხოება, რომელთა დამუშავებისთვისაც მერჩანტი იყენებს Paysera-ს.

2.3. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს მომსახურების გენერალური ხელშეკრულებისა და მისი იმ დანართების განუყოფელ ნაწილს, რომლებიც ვრცელდება მერჩანტზე, მყიდველებისგან ონლაინ გადახდების შეგროვების, საგადახდო ბარათებით ონლაინ გადახდის შეგროვების და ოპერატორების მეშვეობით გადახდის შეგროვების მომსახურებით სარგებლობისას. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ავტომატურად, როდესაც მერჩანტი დაიწყებს ონლაინ გადახდების შეგროვების ან/და საგადახდო ბარათებით ონლაინ გადახდების შეგროვების ან/და ოპერატორების მეშვეობით გადახდის შეგროვების მომსახურებით სარგებლობას.

2.4. მერჩანტი, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი), იყენებს Paysera-ს, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, მყიდველის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის.  

2.5. Paysera, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, ამუშავებს მყიდველთა პერსონალურ მონაცემებს მერჩანტის სახელით წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე.

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები

3.1. მერჩანტი, Paysera-ს სისტემაში საერთო ტექნიკური ინტეგრაციის საშუალებით, განსაზღვრავს, თუ რომელი პერსონალური მონაცემების მოთხოვნა წარედგინება მყიდველს, ანუ მყიდველის რომელი პერსონალური მონაცემები შეგროვდება.

3.2. Paysera, მერჩანტის მიერ Paysera-ს სისტემაში დადასტურებული პერსონალური მონაცემების მოთხოვნების შესაბამისად, ამუშავებს მყიდველის პერსონალურ მონაცემებს მერჩანტის სახელით.

3.3. მერჩანტს შეუძლია დაავალოს Paysera-ს, მერჩანტის სახელით, მყიდველის შემდეგი კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავება:

3.3.1. სახელი;

3.3.2. გვარი

3.3.3. პირადი ნომერი; 

3.3.4. ელ.ფოსტის მისამართი;

3.3.5. მისამართი (ქვეყანა, შტატი, ქალაქი, ქუჩა, სახლის ნომერი, ბინის ნომერი );

3.3.6. ენა;

3.3.7. IP მისამართები;

3.3.8. საბანკო ანგარიშის ნომერი;

3.3.9. ინფორმაცია გადახდის დანიშნულებასთან დაკავშირებით;

3.3.10. ტელეფონის ნომერი.

3.4. მერჩანტი Paysera-ს ანიჭებს უფლებამოსილებას, მისი სახელით შეაგროვოს მყიდველის პერსონალური მონაცემები, გადასცეს ისინი მერჩანტს და შეინახოს.

4. მხარეთა მოვალეობები

4.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მერჩანტი (მონაცემთა დამმუშავებელი (მაკონტროლებელი)) იღებს, შემდეგ ვალდებულებას:

4.1.1. უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დამუშავება, კანონიერი მიზნებითა და საფუძვლებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოიპოვოს მყიდველისაგან შესაბამისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა;

4.1.4. უზრუნველყოს მონაცემთა დამუშავების შიდა წესის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები:

4.1.4.1. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებლის წარმომადგენლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სახელი, გვარი (სახელწოდება) და საკონტაქტო მონაცემები;

4.1.4.2. მონაცემების დამუშავების კატეგორიები;

4.1.4.3.საჭიროების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემთა ტრანსსასაზღვრო, ანუ სხვა სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა, ასეთი სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის და შესაბამისი დაცვის საშუალებების დოკუმენტების მითითებით.

4.1.4.4. ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების საშუალებები; 

4.2. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, Paysera (დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი) იღებს შემდეგ ვალდებულებას:

4.2.1. დაამუშავოს მყიდველის პერსონალური მონაცემები მხოლოდ მერჩანტის მიერ განსაზღვრულ ფარგლებსა და მიზნებით;

4.2.2. არ შეცვალოს ან შეასწოროს პერსონალური მონაცემები, არ გაამჟღავნოს და არ დაუშვას პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირისთვის, თუ ეს არ არის საჭირო მერჩანტთან სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადო შესრულებისთვის; 

4.2.3. საფრთხის შესაბამისი უსაფრთხოების დონის უზრუნველსაყოფად დანერგოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალებები;

4.2.5. პერსონალური მონაცემების არასანქცირებული გამჟღავნების ფაქტის გაგების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მერჩანტს, რათა მან შეასრულოს პერსონალური მონაცემების დამმუშავებლის (მაკონტროლებლის) ვალდებულება და შეატყობინოს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული გამჟღავნების შესახებ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

4.2.6. მიიღოს შესაბამისი ზომები პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მქონე ნებისმიერი თანამშრომლის, შუამავლის ან კონტრაქტორის, ქვე-დამმუშავებლის ან სხვა მესამე პირის სანდოობის უზრუნველსაყოფად. პერსონალურ მონაცემზე წვდომა მისცეს მხოლოდ იმ პირებს, ვისთვისაც ეს აუცილებელია და უზრუნველყოს, რომ ასეთ პირებთან გაფორმებულ იქნეს კონფიდენციალურობის ხელშეკრულება ან ისინი დაექვემდებარონ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.

5.პერსონალური მონაცემების ქვე-დამუშავება

5.1. მერჩანტი თანახმაა, რომ Paysera-მ, მერჩანტთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად გამოიყენოს სხვა დამმუშავებლები (ქვე-დამმუშავები) ან მიაწოდოს აღნიშნული მონაცემები მესამე პირს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს.

5.2. მესამე პირებისათვის პერსონალურ მონაცემების გადაცემისას ან ქვე-დამმუშავებლების გამოყენებისას, Paysera იღებს ვალდებულებას, აღნიშნულ პირებთან გააფორმოს პერსონალური მონაცემების დამუშავების ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების ექვივალენტურ დაცვის სტანდარტებს.

5.3.მერჩანტის მოთხოვნის საფუძველზე, Paysera იღებს ვალდებულებას, წარუდგინოს მას პერსონალური მონაცემების ქვე-დამმუშავებლების რელევანტური ჩამონათვალი; 

6. პერსონალური მონაცემების ტრანსსასაზღვრო გადაცემა

6.1. მერჩანტი თანახმაა, რომ Paysera-მ, მერჩანტის წინასწარი თანხმობის გარეშე, მიაწოდოს პერსონალურ მონაცემები სხვა სახელმწიფოში, მათ შორის ევროკავშირის ან ევროპული ეკონომიკური არეალის ფარგლებს გარეთ არსებულ სუბიექტებს, თუ ასეთი გადაცემა არ ეწინააღმდეგება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

6.3. მერჩანტის მოთხოვნის საფუძველზე, Paysera იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს მას მყიდველის პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოში, მათ შორის ევროკავშირის ან ევროპული ეკონომიკური არეალის ფარგლებს გარეთ არსებულ მიმღებთა რელევანტური ჩამონათვალი.

7. პეროსნალური მონაცემების დამუშავების დასრულება

7.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების ხელშეკრულების 3.5 პუნქტით განსაზღვრული ვადის დასრულებისას, Paysera იღებს ვალდებულებას წაშალოს ყველა შენახული პერსონალური მონაცემი და მისი ყველა შესაძლო ასლი. 

8. სხვა პირობები

8.1. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისას ხელშეკრულების სხვა მხარისგან მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ხელშეკრულების დასრულებისას, არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გაუმჟღავნოს ასეთი ინფორმაცია სხვა მესამე პირს, გარდა იმ სავალდებულო შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ინფორმაცია უნდა იყოს გამჟღავნებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასთან დაკავშირებული მხარეთა ვალდებულებები არის უვადო. მხარემ, რომელმაც დაარღვია კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვისა და გაუმჟღავნებლობის ვალდებულება, უნდა აუნაზღაუროს ზიანი მეორე მხარეს.

8.3. წინამდებარე ხელშეკრულების პირობებსა და აღნიშნულ მხარეებს შორის დადებულ პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელ სხვა შეთანხმებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება და გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები.

9. მოქმედების ვადა, ცვლილებები

9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მერჩანტი მიერ ონლაინ გადახდების შეგროვების ან/და საგადახდო ბარათით ონლაინ გადახდების შეგროვების ან/და ოპერატორების მეშვეობით გადახდების შეგროვების მომსახურებით სარგებლობის მომენტიდან და მოქმედებს მანამ, სანამ მერჩანტი სარგებლობს აღნიშნული მომსახურებ(ებ)ით.